Accentnews.ge
ოკუპირებულ გალში მცხოვრები ნათია ბახტაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

ოკუპირებულ გალში მცხოვრები ნათია ბახტაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

08/08/2023 07:30:29 კონფლიქტები, სამართალი

ოკუპირებულ გალში მცხოვრები ნათია ბახტაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილ აინარ ცვიჟბას ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ამის შესახებ გალის რაიონის „პროკურორმა“ ალხას ოთირბამ განაცხადა.

„ახალგაზრდა ქალის ცხედრის ძებნა გრძელდება. ჩართული არიან ნავები, სამართალდამცავები, ადგილობრივი მცხოვრებლები, კინოლოგები“, - იუწყება GalMedia.

ნათია ბახტაძე 28 ივლისს გაუჩინარდა. 2 აგვისტოს ცნობილი გახდა ეჭვმიტანილი აინარ ცვიჟბას დაკავების შესახებ. მან მკვლელობა აღიარა. მისი თქმით, მან ახალგაზრდა ქალი 28 ივლისს ავტომობილში მოკლა, ხოლო ცხედარი მდინარე ენგურში გადააგდო.

განზრახ მკვლელობის მუხლი, რომლითაც საქმე აღიძრა, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S