
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა აპლიკაცია Yandex.Go-ის მეშვეობით პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო
09/08/2023 10:15:40 საზოგადოება
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, აპლიკაცია Yandex.Go-ის მეშვეობით, პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სამსახური შესწავლის შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ გაცნობებთ.
ამასთან, მნიშვნელოვანია, ნებისმიერი აპლიკაციის გადმოწერამდე, მოქალაქეები დეტალურად გაეცნონ ინფორმაციას მათ მოწყობილობაში არსებულ რა მონაცემებზე ექნება აპლიკაციას წვდომა და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ ჩამოტვირთონ ის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვი: დამოუკიდებელი, რუსულენოვანი გამოცემა „მედუზა“ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, „ეფესბეს“ „იანდექსის“ ბაზაზე სრული წვდომა ექნება.