
აფხაზური მედია: "რუსეთში ვიზიტისას აფხაზეთის პრეზიდენტი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს"
10/08/2023 08:07:38 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.
"რუსეთის ფედერაციაში სამუშაო ვიზიტისას ასლან ბჟანია შეუძლოდ გახდა და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას ამჟამად საჭირო კვლევებს უტარებენ", – იუწყება აფხაზური მედია.
დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ბჟანიას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.