Accentnews.ge
თემურ მღებრიშვილი: მდინარეზე  მონიტორინგი პირველივე დღიდან ხორციელდება, თუმცა ჩვენ ახლა ვსაუბრობთ უკვე პერიმეტრის გაზრდაზე

თემურ მღებრიშვილი: მდინარეზე  მონიტორინგი პირველივე დღიდან ხორციელდება, თუმცა ჩვენ ახლა ვსაუბრობთ უკვე პერიმეტრის გაზრდაზე

11/08/2023 08:31:37 საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილ განმარტავს, რომ შოვში მომხდარი სტიქიის შემდეგ მდინარეზე მონიტორინგი პირველივე დღიდან ხორციელდებოდა, თუმცა ამჟამად სამძებრო სამუშაოების პერიმეტრის გაფართოება ხდება.

"დღეს რაც ხდება მონიტორინგი მდინარეზე - ეს პირველივე დღიდან ხორციელდება, თუმცა ჩვენ ახლა ვსაუბრობთ უკვე პერიმეტრის გაზრდაზე. ჩვენ ამ დრომდე 30 კილომეტრ პერიმეტრზე გავდივართ მონიტორინგზე, თუმცა დღის ბოლომდე, ან ხვალ დილიდან 54 კილომეტრიან პერიმეტრზე გავალთ. ეს არის ამბროლაურის ტერიტორია და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს მონიტორინგი მდინარის კალაპოტში“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

მისი თქმით, მდინარეში სამძებრო სამუშაოებში ნავებია ჩართული.

„ძალიან ჩქარი დინებაა. არის ადგილები, კონკრეტული ლოკაციები, სადაც ფიზიკურად შეუძლებელია ფეხით გადაადგილება მდინარის კალაპოტში, ამიტომ დადგა დღის წესრიგში ნავების ჩართულობა. ნავების საშუალებით მივდივართ ე.წ. კუნძულებზე და მდინარის მარცხენა სანაპიროზე, რომელიც ფეხით მიუდგომელია“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რააოდენობა 22-მდე გაიზარდა. მაშველებმა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ნაკიეთში, შოვიდან დაახლოებით 20 კილომეტრში იპოვეს.

მღებრიშვილი ამბობს, რომ ცხედარი სტიქიის ეპიცენტრიდან 20 კილომეტრის მოშორებით, ხოლო ქვედა კიდური 24 კილომეტრის მოშორებით იპოვეს.

ცნობისთვის: რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალურ მონაცემებით, შოვის სტიქიას 22 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 19 იდენტიფიცირებულია. 11 ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S