Accentnews.ge
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა

14/08/2023 05:30:26 კონფლიქტები

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 31 წელი გავიდა.

1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის და პოლიციის შენაერთები აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში შევიდნენ. გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო საბჭომ ხმათა უმრავლესობით მიიღო. ოფიციალურ მიზეზად რუსეთ-საქართველოს რკინიგზის სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დაცვა დასახელდა, ვინაიდან გახშირებული ყაჩაღობის გამო საქართველო დიდ ზარალს განიცდიდა.

აფხაზეთში შესვლიდან რამდენიმე საათში ქართულ ჯარს ე.წ აფხაზურმა გვარდიამ ცეცხლი გაუხსნა. ამის შემდეგ საქართველოს ეროვნული გვარდია სოხუმისკენ დაიძრა. შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებამდე 1992 წლის 23 ივლისს, აფხაზეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ გამოაცხადა. ეს ნიშნავდა, რომ ავტონომიურმა რესპუბლიკამ უარი თქვა საქართველოს კონსტიტუციაზე. ამ გადაწყვეტილებამ ავტონომიურ რესპუბლიკასა და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას შორის ვითარება უკიდურესად დაძაბა. 14 აგვისტოს დაწყებული დაპირისპირება მალევე გადაიზარდა ომში, რომელიც 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. სხვადასხვა მონაცემით, კონფლიქტმა 10 000–დან 30 000–მდე სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა. დევნილად იქცა დაახლოებით 300 000 ადამიანი.

დღეს აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და იქ რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებული. 2008 წელს რუსეთმა საქართველოს ამ რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S