
ოკუპანტებმა სოფელ ახალუბნის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
22/08/2023 17:32:12 კონფლიქტები
ოკუპანტებმა სოფელ ახალუბნის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა მწყემსები იმ დროს წაიყვანეს, როცა პირუტყვი საძოვარ ტერიტორიაზე ჰყავდათ.
არსებობს ვარაუდი, რომ დაკავებულები ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.