
ყველაფერი რაც სანტექნიკისთვის შეიძლება, დაგჭირდეთ
23/08/2023 06:54:02 საზოგადოება, რეკლამა
სახლის მთავარი სულისჩამდგმელი და სიცოცხლის მომცემი, რა თქმა უნდა, ის ადამიანები არიან, რომლებიც თავისი გემოვნებითა და ძალისხმევით მოწყობილ სივრცეში ცხოვრობენ. თუმცა, იმისათვის, რომ ეს სივრცე ყველა მნიშვნელოვან კრიტერიუმს აკმაყოფილებდეს, რათა მყუდრო, კომფორტულ და ვიზუალურად მომხიბვლელ საცხოვრებელ ადგილად იქცეს, აუცილებელია ყურადღებით შევარჩიოთ ფუნდამენტური დეტალები. ასეთია, მაგალითად, სანტექნიკა.
ერთი შეხედვით, სანტექნიკა შესაძლოა მხოლოდ სველი წერტილებისათვის საჭირო მილები გვეგონოს, თუმცა, რეალურად, სანტექნიკის პროდუქცია უფრო მეტია, ვიდრე სახლის "ჩონჩხში" მოქცეული გაყვანილობები. უფრო ზუსტად, ამ ბლოგში, მოგითხრობთ ყველა იმ პროდუქტის შესახებ, რომელიც შეიძლება, რომ სანტექნიკისთვის დაგჭირდეთ:
კერამიკული სანტექნიკა
კერამიკული სანტექნიკა სააბაზანო ოთახის ხერხემალია. იგი მოიცავს უნიტაზს, ხელსაბან ნიჟარას, ბიდეს და სხვა. კერამიკული მოწყობილობები ძალიან პოპულარულია მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. ამის მიზეზი, უმეტესად, მისი დადებითი თვისებებია:
●მარტივი მოვლა;
● გამძლეობა;
● ფართო არჩევანი (ზომა, ფორმა, დიზაინი).
ამ მახასიათებლების გათვალისწინებით, კერამიკული სანტექნიკა ნებისმიერ ინტერიერის დიზაინს ავსებს და ამშვენებს.
შემრევი ონკანები
შემრევი ონკანები ცივი და ცხელი წყლის მომწოდებელი ონკანების კომბინაციაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ მარტივად გააკონტროლოთ წყლის ტემპერატურა და დინების ნაკადი. ეს ონკანები ხელმისაწვდომია სხვადასხვა მოპირკეთებით, მათ შორის:
● ქრომირებული;
● ნიკელის;
● მქრქალი შავი;
● და სხვა.
რომელიც არ უნდა გერჩივნოთ, იქნება ეს ტრადიციული, თუ თანამედროვე, შემრევი ონკანები არჩევანის მრავალფეროვნებასა და მრავალ კომფორტულ დიზაინს გთავაზობთ. საშხაპე მოწყობილობები.
შხაპის ყოველდღიური რუტინა კიდევ უფრო სასიამოვნო ხდება, თუ თითოეული დეტალი დაკვირვებითა და ყურადღებითაა შერჩეული. საშხაპე მოწყობილობები, როგორც წესი, შემდეგ პროდუქტებს მოიცავს:
● საშხაპე ყურმილი;
● საშხაპე ძელი;
● საშხაპე ტრაპის საფარებელი;
● საშხაპე ტრაპი;
● საშხაპე სკამი;
● საშხაპე მექანიზმი;
● მოქნილი მილი საშხაპისთვის;
● და სხვა.
საშხაპე მოწყობილობების შეძენისას, მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ მათი ფუნქციური მხარე და შესაძლებლობები და ამასთანავე, ისიც, თუ რამდენად თავსებადია თითოეულის დიზაინი და ფორმა ერთმანეთთან, რათა საბოლოოდ, სააბაზანო ოთახმა მთლიანობის შეგრძნება არ დაკარგოს.
აბაზანის მოწყობილობები
აბაზანის მოწყობილობები სხვადასხვა ელემენტის ფართო სპექტრს მოიცავს, მათ შორის, ჩასაწოლი აბაზანა, აბაზანა ჰიდრომასაჟით, საშხაპე კაბინა, საშრობი, აბაზანის მინა, აკრილის პადონი და სხვა. ჩამოთვლილთაგან, თქვენი საჭიროებები განისაზღვრება იმით, თუ რა ტიპის სააბაზანო ოთახის მოწყობა გაქვთ გადაწყვეტილი.
აბაზანის ავეჯი
იმისათვის, რომ აბაზანას ინდივიდუალური შტრიხები შევძინოთ და რაც შეიძლება მეტად დავაახლოოთ ჩვენს ხასიათსა და გემოვნებასთან, სასურველია ინვესტიციები არ დავიშუროთ, როცა საქმე აბაზანის ავეჯის შერჩევასა და შეძენასა ეხება. აბაზანის ავეჯი მოიცავს სარკეებს, ხელსაბანის კარადას, აბაზანის სვეტს და სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში სხვა მოწყობილობებსაც. ავეჯს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან, ხშირად აბაზანის ავეჯი გამოიყენება იმისათვის, რომ არასასურველი ელემენტები ადამიანის თვალისათვის ხილული არ იყოს, მაგალითად, ასეთია სარეცხი მანქანა, რომელიც შესაძლოა ხიბლს უკარგავდეს ჩვენ მიერ შერჩეულ დიზაინს, ასევე დეტერგენტები და სხვა.
აბაზანის აქსესუარები
კარგად დაგეგმილ აბაზანის პროექტში, საბოლო შტრიხების შეტანა აბაზანის აქსესუარებითაა შესაძლებელი, მათ შორის:
● პირსახოცის საკიდი;
● უნიტაზის ჯაგრისის საკიდი;
● სასაპნე;
● პირსახოცების თაროები;
● ხალათების საკიდი;
● საშხაპე ფარდები;
● და სხვა.
ამ მცირე დეტალებმა, შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს თქვენი აბაზანის საბოლოო ვიზუალსა და კომფორტულობაზე. რაც მთავარია, დაფიქრდით ისეთი მოწყობილობების არჩევაზე, რომლებიც თქვენი აბაზანის სტილს აძლიერებს.
სად შევიძინო სანტექნიკის ელემენტები?
სანტექნიკის მოწყობილობების შეძენა დღეს პრობლემას აღარ წარმოადგენს. თუმცა, მათთვის, ვინც აფასებს და ეძებს მაღალი ხარისხის პროდუქტსა და მომსახურებას, საუკეთესო გადაწყვეტილებაა "გალერეა დემასი". კომპანია უკვე მრავალი წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ფუნქციონირებს და პრემიუმ ხარისხის სანტექნიკას სთავაზობს მომხმარებელს. დემასის ფილიალებში შეხვდებით ისეთი ცნობილი და პოპულარული ბრენდების კოლექციებს, როგორიცაა Colombo Design, Hansgrohe, Duravit, Geberit, Grohe, Creo და სხვა.