Accentnews.ge
საქართველოს საგარეო უწყება მედვედევის მუქარას პასუხობს

საქართველოს საგარეო უწყება მედვედევის მუქარას პასუხობს

23/08/2023 17:54:59 კონფლიქტები, პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი წერილობით გამოეხმაურა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევის მუქარას, რომ რუსეთისთვის არასასურველი პროცესების განვითარების შემთხვევაში, რუსეთი საქართველოს ორ რეგიონს, აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“ შეიერთებს.

საგარეო საქმეთა სამინსიტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი მედვედევის მუქარას მიიჩნევს "რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გარძელებად და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგ მცდელობად".

"მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. საქართველო განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და ამ გზით საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის უზრუნველყოფას და ომის შედეგად დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის შერიგების და მშიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფას" - ნათქვამია საგარეო უწყების დეპარტამენტის განცხადებაში.

მედვედევის განცხადებას დღეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეც გამოეხმაურა. მედიასთან კომენტარში მან თქვა, რომ ეს "კატეგორიულად მიუღებელი განცხადებაა" და რომ "საქართველო ვერასდროს, ვერცერთ შემთხვევაში შეურიგდება ტერიტორიების ოკუპაციას და ჩვენ ურყევად გავაგრძელებთ ბრძოლას დეოკუპაციისთვის".

მედვედევის მუქარაზე დღეს კომენტარი გააკეთა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმაც, დსთ-ს საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა. მან თქვა, რომ „ამ რესპუბლიკების“ რუსეთის ფედერაციასთან მიერთებით შესაძლოა, სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობები გაფუჭდეს, საქართველოში კი „რადიკალებს“ გაუმყარდეთ აზრი, რომ მოსკოვი „აგრესორია“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S