პაატა მანჯგალაძე: სერგეი შამბა უფრო რადიკალური იყო მედვედევის განცხადების შეფასებაში, ვიდრე ჩვენი ხელისუფლება
24/08/2023 08:41:41 პოლიტიკა
„სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ "სერგეი შამბა უფრო რადიკალური იყო მედვედევის განცხადების შეფასებაში, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება".
"სერგეი შამბამ თქვა, რომ არც კი განიხილება რუსეთთან შეერთების საკითხი და დაგმო მედვედევის განცხადება. ჩვენ არ გვინახავს დაგმობა საქართველოს ხელისუფლებისგან. გურამ მაჭარაშვილზე უფრო რაციონალური და კრიტიკული განცხადება ჰქონდა კონსტანტინე ზატულინს, ამის მერე რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ? მედვედევი ზატულინმა უფრო გააკრიტიკა, ვიდრე "ქართული ოცნების" სპიკერებმა. არანაირი თავისუფლების მომტანი, კონსტიტუციის დამცველი ეს ხელისუფლება არ არის, მათი მთავარი ამოცანაა ხელისუფლების შენარჩუნება ხალხის ძარცვისთვის, ამისთვის მზად არიან სული მიყიდონ ეშმაკს და ეს ლუციფერი არის რუსეთი. სკამის გამო ყველაფერზე ხელის მომწერები არიან. ქვეყნის მოქალაქეების 90 პროცენტს, რომელსაც ევროინტეგრაცია უნდა, არ უნდა რუსული ჩექმა მისი და მისი შვილების კისერზე. არ უნდა ავირჩიოთ და ხმა არ უნდა მივცეთ მარიონეტულ რეჟიმს", - განაცხადა მანჯგალაძემ.
ამავე თემაზე: აფხაზეთი რუსეთთან მიერთებაზე უარს ამბობს.


