
ზელენსკი – პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე: ალბათ, ესეც დაგვეხმარება
24/08/2023 12:48:16 მსოფლიო
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას კავშირი არ აქვს "ვაგნერის" დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის დაღუპვასთან.
„ამასთან არაფერი გვაქვს საერთო. ყველას ესმის, ვინ არის კავშირში",– განაცხადა თემის კომენტირებისას ზელენსკიმ.
„მოგეხსენებათ, როცა უკრაინა საუბრობდა და თვითმფრინავების შესახებ მიმართავდა მსოფლიოს ქვეყნებს, ჩვენ ეს არ გვქონდა მხედველობაში. სულ სხვა რამეს ვგულისხმობდით და გვინდოდა მხარდაჭერა, თუმცა, ალბათ, ესეც გარკვეულწილად დაგვეხმარება, ”- დასძინა ზელენსკიმ იმაზე მითითებით, რომ უკრაინა დასავლეთისგან დიდი ხანია გამანადგურებლებს ითხოვს.
ევგენი პრიგოჟინის პირადი თვითმფრინავი 23 აგვისტოს, ტვერის რეგიონში ჩამოვარდა. ფედერალური საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, პრიგოჟინის გარდა, ბორტზე ასევე იმყოფებოდა "ვაგნერის" თანადამფუძნებელი დიმიტრი უტკინი, იგივე "ვაგნერი", "ვაგნერის" უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და კიდევ რვა ადამიანი. Flightradar24-ის ცნობით, თვითმფრინავი 2,4 კმ-ს 30 წამში სიჩქარით დაეშვა, სიმაღლე რამდენიმე წამით შეინარჩუნა, შემდეგ დაიწყო ვარდნა და ჩამოვარდა.
იხილეთ ასევე: „ერთი პრობლემა მოიშორა, მაგრამ მეორე შექმნა“: პუტინის სასახლესთან „დაშვებული“ თვითმფრინავი და შესაძლო შედეგები