Accentnews.ge
მედვედევი აფხაზეთს "დამოუკიდებლობის" აღიარების მე-15 წლისთავს ულოცავს

მედვედევი აფხაზეთს "დამოუკიდებლობის" აღიარების მე-15 წლისთავს ულოცავს

25/08/2023 11:08:33 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია რუსეთის ყოფილ პრეზიდენტსა და პრემიერს, ამჟამად უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევს შეხვდა.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, მედვედევმა აფხაზეთს რუსეთის მიერ მისი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების მე-15 წლისთავი მიულოცა.

"ეს გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთმა 2008 წელს მიიღო, ყველაზე მარტივი არ ყოფილა, მაგრამ მან კავასიაში მშვიდობა, რესპუბლიკის მცხოვრებთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, ასევე დიადი ამოცანების შესრულება უზრუნველყო. მას შემდეგ ჩვენი ურთიერთობები წარმატებულად ვითარდება, გვაქვს სამოკავშირეო, ძალიან კეთილი ურთიერთობები და ეს განვითარება აუცილებლად გაგრძელდება. მინდა, მივულოცო რესპუბლიკის მოსახლეობას დამოუკიდებლობის მოპოვება, იმხანად საერთაშორისო სამართლის ახალი სუბიექტების გაჩენა, ყველას გისურვოთ წარტატებები და კეთილდღეობა", - განაცხადა მედვედევმა.

თავის მხრივ, ბჟანიამ მას "აფხაზეთში მშვიდობის უზრუნველყოფსთვის" მადლობა გადაუხადა.

"აღიარეთ რა ჩვენი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, თქვენ უდიდესი წვლილი შეიტანეთ აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის განვითარებაში. კარგად უწყით, რომ 1993-დან 2008 წლის ჩათვლით პერიოდში გალის რაიონში ტერაქტებისგან რამდენიმე ასეული ჩვენი მოქალაქე დაიღუპა, მერე კი ეს ყველაფერი შეწყდა, საზღვარი გამაგრდა. ჩვენ გაგვიჩნდა რეალური შესაძლებლობა, დავკავდეთ აღმშენებლობით, სასარგებლო შრომით. აღდგენილია უამრავი სკოლა და საბავშვო ბაღი, თეატრები... და ეს ყველაფერი - მშვიდობისა და რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერის წყალობით. აფხაზ ხალხს ეს ყოველთვის ემახსოვრება, რადგან მშვიდობაზე დიდი ფასეულობა არ არსებობს" - აღნიშნა მან.

ამასთან, ბჟანიამ იმედი გამოთქვა, რომ "დღის წესრიგში არსებული საკითხები უახლოეს მომავალში გადაწყდება, ერთობლივი პროექტები კი განვითარებას განაგრობს".

ცნობისთვის: 22 აგვისტოს რუსულმა გამოცემამ "Аргументы и Факты" გამოაქვეყნა მედვედევთან ინტერვიუ, რომელშიც ამ უკანასკნელმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ანექსიის შესაძლებლობაზე ისაუბრა. მისმა განცხადებებმა აფხაზეთში დიდი ვნებათაღელვა და კრიტიკა გამოიწვია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S