Accentnews.ge
კახაბერ ნათაძე და მამუკა ჩხიკვაძე თითქმის ორწლიანი ტყვეობის შემდეგ შინ დაბრუნდნენ

კახაბერ ნათაძე და მამუკა ჩხიკვაძე თითქმის ორწლიანი ტყვეობის შემდეგ შინ დაბრუნდნენ

25/08/2023 18:11:51 კონფლიქტები, საზოგადოება

ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული კახაბერ ნათაძე და მამუკა ჩხიკვაძე თავისუფალი არიან. ისინი უკვე გადმოვიდნენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აღნიშნავს, რომ კახაბერ ნათაძის და მამუკა ჩხიკვაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზის“ მექანიზმი.

„კახაბერ ნათაძის და მამუკა ჩხიკვაძის უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს.

მოლაპარაკების არსებული ფორმატებისა და ინსტრუმენტების ფარგლებში წარმოებული ინტენსიური დიალოგის შედეგად, კახაბერ ნათაძე და მამუკა ჩხიკვაძე დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად.

ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ჩხიკვაძე 2021 წლის 12 დეკემბერს დააკავეს სოფელ ზემო ნიქოზის სიახლოვეს. ყოფილი სამხედრო მანამდე შინდისის გმირთა მემორიალთან ნახეს, მოგვიანებით კი - ნიქოზის სასაფლაოსთან. დაკავებიდნა ორ დღეში მისმა მეგობრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩხიკვაძეს ცხინვალის იზოლატორში სცემდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ. მათ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს. სასამართლომ რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ მხარეს, მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაავალა.

მამუკა ჩხიკვაძეს 2022 წლის მაისში ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ 5 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ცხინვალელი ადვოკატის მიერ განაჩენის გასაჩივრების საფუძველზე 2022 წლის აგვისტოში ჩხიკვაძეს 3 წლით და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

რაც შეეხება კახაბერ ნათაძეს, ის 2021 წლის 10 დეკემბერს ვლადიმერ კანიაშვილთან ერთდ ღდულეთის შემოგარენში, ახალგორის რაიონში​ დააკავეს. კანიაშვილი 2022 წლის 19 აპრილს გაათავისუფლეს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ცხინვალის ციხეში, უკანონო პატიმრობაში, ამ დროის მონაცემებით, საქართველოს კიდევ 4 მოქალაქე რჩება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S