
აფხაზეთში საგზაო მილიციის უფროსი დაჭრეს
28/08/2023 11:35:36 კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო შსს-ს მაღალჩინოსანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაიჭრა.
აფხაზური მედიის ცნობით, შეიარაღებული ინციდენტი ღამით ბიჭვინთაში, კაფე "ტერასის" მახლობლად მოხდა.
დაჭრილია საგზაო პოლიციის გაგრის რაიოგანყოფილების უფროსი ხაჯარათ ბგანბა. იგი გაგრის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
საქმეში ეჭვმიტანილად სოფელ ლძაას მკვიდრი მიხეილ ბარციცი ფიგურირებს, რომელსაც ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება-გასაღება ედება ბრალად.
საქმის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.