
ყარაბაღის მაცხოვრებლებმა ბაქოდან ჰუმანიტარული ტვირთვის მიღებაზე უარი თქვეს და რუსი სამხედროების საგუშაგოსთან კარვები გაშალეს
30/08/2023 13:18:00 კავკასია
მთიანი ყარაბაღის უამრავი მკვიდრი კვლავ ასკერანში, აღდამის გზაზე იმყოფება, სადაც აზერბაიჯანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების 40 ტონა ფქვილით დატვირთული ორი სატვირთო მანქანა გაჩერდა რუსი სამშვიდობოების საგუშაგოს წინ. შეკრებილები უარს ამბობენ პროდუქტის თაობაზე ბაქოს შეთავაზების მიღებაზე.
მოქალაქეებმა ადგილზე კარვები გაშალეს.
როგორც ასკერანის მერმა ჰაიკ შამირიანმა განუმარტა ჟურნალისტებს, აქციის მონაწილეების ერთადერთი გზავნილია, რომ მათ არ სურთ აზერბაიჯანული მხარის მიერ აღდამის [აზერბაიჯანისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი – რედ.] გავლით გაგზავნილი აზერბაიჯანული ტვირთის მიღება.
აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღში გაგზავნილი ტვირთი აღდამში დღის მეორე ნახევარში ჩავიდა. აზერბაიჯანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ განაცხადა, რომ ელოდება პასუხს რუსი სამშვიდობოების მხრიდან „ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებისთვის პირობების შესაქმნელად“. შემდეგ აღდამში ჩასულმა აზერბაიჯანელებმა რუსი სამშვიდობოების საგუშაგოს წინ კარვები გაშალეს.
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ლიდერმა არაიიკ ჰარუტუნიანმა ღამით გამოსვლაში განაცხადა, რომ პროდუქტის შეტანა მხოლოდ ლაჩინის დერეფნის [გზა, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს და ჩაკეტილი აქვს აზერბაიჯანს – რედ.] გავლით მოხდება. მოგვიანებით მისმა პრესმდივანმა თქვა, რომ ბაქოს მიერ ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა აღდამის გავლით, „არცახურ მხარესთან შეთანხმებული არ ყოფილა“.
წინა დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ლაჩინის დერეფანი მხოლოდ აღდამის გზის გახსნის შემთხვევაში გაიხსნება.