Accentnews.ge
ოპოზიცია: თუ ქვეყნის მტერი არ ხარ, გაუგებარია, არ მისცე თანხმობა პრეზიდენტს საქმისთვის, რომელიც ყველას ინტერესებშია

ოპოზიცია: თუ ქვეყნის მტერი არ ხარ, გაუგებარია, არ მისცე თანხმობა პრეზიდენტს საქმისთვის, რომელიც ყველას ინტერესებშია

30/08/2023 16:15:38 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტისათვის ევროპაში ვიზიტებზე მთავრობის უარს ოპოზიციაში ეხმიანებიან.

„ალბათ, ფორმალურად ასეც არის (არღვევს პრეზიდენტი კონსტიტუციას, როცა თანხმობის გარეშე მიდის ვიზიტით), უბრალოდ, არ მესმის, პრემიერი რატომ არ აძლევს თანხმობას. საღი აზრი არის პრეზიდენტის მხარეს. ჩვენ ვიცით მისი პოზიცია, რომ ის ხელს უწყობს ევროინტეგრაციას, მისი შეხვედრები ნამდვილად დაეხმარება ამას და გაუგებარია, რატომ არ აძლევს პრემიერი თანხმობას, ეს თანხმობა ხომ ფორმალურია?! [გაუგებარია] არ მისცე თანხმობა საქმისთვის, რომელიც ყველას ინტერესებშია, თუ მტერი არ ხარ ამ ქვეყნის, ხომ?! მერე კიდევ იქით დაადანაშაულო პრეზიდენტი, რომ არღვევს კონსტიტუციას. მგონი, სწორად იქცევა პრეზიდენტი, რომ მთავრობის წინააღმდეგ მიდის, გასაგებია, რომ წესრიგი, კანონები არსებობს, მაგრამ არსებობს საღი აზრი, რომელიც პირდაპირ გვეუბნება, რომ მთავრობამ თანხმობა უნდა მისცეს პრეზიდენტს”, – განაცხადა „გირჩის” წევრმა დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ პრეზიდენტს მოუწოდებენ, რომ ევროპული ტურნე საქართველოდან დაიწყოს და გამოიყენოს ის ბერკეტები, რომელიც მის ხელშია, კერძოდ, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

„ვხედავთ, რომ ხელისუფლება ამ შემთხვევაში არაფერს აკეთებს, პრეზიდენტის განცხადებებიც მოგვისმენია, მაგრამ არაერთგვაროვანი. რომელ ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრასაც გეგმავს, მათი არაერთი მოწოდებაა, რომ ქვეყანაში დეპოლარიზაციისთვის, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანას პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავდეს.

მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, რომ ევროპული ტურნე დაიწყოს სწორედ საქართველოდან. პირველ რიგში განახორციელოს ის ბერკეტები, რომელიც მის ხელშია და ამ შემთხვევაში სწორედ ევროპელი პარტნიორების მოწოდებით გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმრობიდან“, - აღნიშნა პარტიის წევრმა გიორგი ბოტკოველმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 31 აგვისტოს ქალაქ ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ვიზიტით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იწყებს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად.

მოგვიანებით, მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ პრეზიდენტს უარი ეთქვა უკრაინაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიაში, დანიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბულგარეთში, ჩეხეთსა და ისარელში ვიზიტებზე:

"გვსურს გამოვეხმაუროთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობას აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით წინადადებით 2023 წლის 12 ივლისს მიმართა, რაზეც საქართველოს მთავრობის განკარგულებით 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის თანახმად.

ასევე, პრეზიდენტს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი 22-24 აგვისტოს უკრაინაში, 16 სექტემბერს შვეიცარიის კონფედერაციაში, 2-3 ოქტომბერს პოლონეთის რესპუბლიკაში, 4-6 ოქტომბერს ბელგიის სამეფოში, 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით დანიის სამეფოში და 1-2 დეკემბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტებზე.

სალომე ზურაბიშვილს ასევე უარი ეთქვა 27-29 სექტემბერს ბულგარეთის რესპუბლიკაში, 10-12 დეკემბერს ჩეხეთის რესპუბლიკაში და 18-20 დეკემბერს ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალურ ვიზიტებზე.

შევახსენებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, ვინაიდან კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაა".

  • საქართველოს პრეზიდენტს ოფიციალურ ვიზიტებში წასასვლელად მთავრობის დასტური სჭირდება. უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 2022 წლის 14 მარტს სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მას უარი უთხრეს პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში ვიზიტებზე.

ამავე თემაზე: მამუკა მდინარაძე – ევროპაში პრეზიდენტის ვიზიტებზე: კონსტიტუციის დარღვევაა, რადგან მას მთავრობის თანხმობა არ აქვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S