Accentnews.ge
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე: სოლიდარობას ვუცხადებ პრეზიდენტ ზურაბიშვილს, "ოცნება" ქართველი ხალხის ევროპულ ოცნებას ემუქრება

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე: სოლიდარობას ვუცხადებ პრეზიდენტ ზურაბიშვილს, "ოცნება" ქართველი ხალხის ევროპულ ოცნებას ემუქრება

01/09/2023 12:02:14 პოლიტიკა

„ქართული ოცნება" ქართველი ხალხის ევროპულ ოცნებას ემუქრება, - ასე ეხმიანება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს.

'სოლიდარობას ვუცხადებ სახელმწიფოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ნამდვილ ევროპელ ლიდერს. საქართველოს ევროკავშირის სტატუსს ემუქრება არა ის, არამედ „ქართული ოცნება“ პლუს ეს იმპიჩმენტის მცდელობა“, - წერს იგი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: 30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს გამართავდა. 31 აგვისტოს იგი ბერლინში გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზოდენტს მის მიერ მოთხოვნილ ვიზიტზე ყველა უარი განუცხადეს. გუშინ მმართველი პარტია პრეზიდენტს "კონსტიტუციის დარღვევის გამო" საპასუხო ზომებით დაემუქრა.

დღეს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

ამავე თემაზე: რა შემთხვევაში ჩაითვლება საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S