ლექსმანი: „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ ინტერესი არ აქვს
01/09/2023 12:40:06 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით, აბსურდულ ნაბიჯად აფასებს.
„სრულიად აბსურდული ნაბიჯით, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მას არ აქვს ინტერესი არც პოლიტიკური პოლარიზაციის მოგვარების და არც საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ“, - წერს ევროპარლამენტარი.
30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს გამართავდა. 31 აგვისტოს იგი ბერლინში გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზოდენტს მის მიერ მოთხოვნილ ვიზიტზე ყველა უარი განუცხადეს. გუშინ მმართველი პარტია პრეზიდენტს "კონსტიტუციის დარღვევის გამო" საპასუხო ზომებით დაემუქრა.
დღეს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
იხილეთ ასევე: კონსტიტუციის ორი მუხლის დილემა: ვინ დაარღვია მთავარი კანონი?


