Accentnews.ge
მდინარაძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით "ოცნების" გეგმებზე ისაუბრა

მდინარაძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით "ოცნების" გეგმებზე ისაუბრა

04/09/2023 17:06:21 პოლიტიკა

იმპიჩმენტთან დაკავშირებით ოთხშაბათამდე დასრულდება დოკუმენტების მომზადება და წარედგინება საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულებისას ბრიფინგზე და განაგრძო, რომ მას შემდეგ, რაც კომიტეტი ხელმოწერების ნამდვილობას შეამოწმებს, დოკუმენტები საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება შესაბამისი დასკვნისთვის.

„არ მგონია, რომ ყველაფრის მიუხედავად სალომე ზურაბიშვილი დაექვემდებაროს შანტაჟს და სააკაშვილი შეიწყალოს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მას ემუქრებიან, იმით, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში იმპიჩმენტის საკითხს დაუჭერენ მხარს. ეს იქნება პოლიტიკური თვითლიკვიდაცია, რომლის მსგავსი პოლიტიკურ ისტორიას ძალიან ცოტა ახსოვს.

მოქმედი პრეზიდენტი იმიტომ იწყალებს რომელიმე დამნაშავეს, რომ მას ემუქრებიან იმპიჩმენტის საკითხზე მხარდაჭერით, ეს შეუძლებელია დავიჯეროთ და ვივარაუდოთ, რომ ამაზე წამსვლელი იყოს სალომე ზურაბიშვილი, მიუხედავად იმისა, რაზეც უკვე წავიდა“,- აღნიშნა მდინარაძემ.

იხილეთ ასევე: კონსტიტუციის ორი მუხლის დილემა: ვინ დაარღვია მთავარი კანონი?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S