Accentnews.ge
არძინბას უწყება მის გადადგომას უარყოფს

არძინბას უწყება მის გადადგომას უარყოფს

05/09/2023 13:55:02 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ე.წ. მინისტრ ინალ არძინბას გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

"აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას სავარაუდო გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება“, - ნათქვამია დე ფაქტო საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე, არძინბას გადადგომის შესახებ ინფორმაციას აფხაზური საინფორმაციო პლატფორმები და რუსული სახელმწიფო სააგენტო "ტასი" ავრცელებდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S