Accentnews.ge
"რუსეთს ზელიმხან  ხანგოშვილის მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ აქვს"

"რუსეთს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ აქვს"

04/12/2019 12:02:55 სხვა, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, სამართალი

რუსეთის პრეზიდენტის პრეს–სპიკერ დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ზელიმხან  ხანგოშვილის მკვლელობასთან კრემლს არანაირი კავშირი არ აქვს. 

„ვფიქრობ, ამ საქმესთან რუსეთის ხელისუფლების მხრიდან რაიმე კავშირის თაობაზე სერიოზული ეჭვები არ არსებობს. რა კავშირი აქვს რუსეთის ხელისუფლებას ამ საქმესთან? ეს აბსოლუტურად უსაფუძვლო სპეკულაციაა. ამ თემას გერმანული მედია რაღაცნაირად ფუთავს; ეს არ ნიშნავს, რომ საქმე ისეა, როგორც გერმანული მედია წარმოაჩენს“, – დიმიტრი პესკოვმა.

ცნობისთვის: გერმანიამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა. მათ გერმანიის დატოვებისთვის 7–დღიანი ვადა მიეცათ, – იუწყება რუსული „კომერსანტი“. 

მისივე ცნობით, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმასთან დაკავშირებით, რომ გერმანულ მხარეს ბერლინში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ეჭვი რუსეთზე აქვს.  გამოძიების მონაცემებზე დაყრდნობით, „შპიგელი“ წერს, რომ „არსებობს საკმარისი ფაქტობრივი მტკიცებულებები იმისა, რომ მკვლელობა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ორგანოების დაკვეთით განხორციელდა“.   

"შპიგელის" მონაცემებით, ორი დიპლომატი, რომლებსაც გერმანიიდან აძევებენ, რუსეთის დაზვერვის თანამშრომლებია.  

გერმანული გამოცემების ცნობით, დილით ქვეყნის საგარეო სამქეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი სერგეი ნეჩაევი დაიბარეს და შესაბამისი ნოტა გადასცეს. გაძევების უმთავრეს მიზეზად დასახლდა ის, რომ საქმის გამოძიების ფარგლებში რუსული მხარე გერმანულ მხარესთან არ თანამშრომლობს. ელჩს გადაეცა დაჟინებული რეკომენდაცია, რომ მოსკოვმა ამ საქმესთან დაკავშირებით ბერლინთან ითანამშრომლოს.

Reuter გუშინ წყაროზე დაყდნობით წერდა, რომ გერმანიის ფედერალური პროკურორები მიიჩნევენ, რომ ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილი მკვლელობაში რუსული დაზვერვა იყო ჩართული. 

2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე ჟურნალისტთა საერთაშორისო ჯგუფმა Bellingcat, გერმანულმა გამოცემა Der Spiegel-მა და რუსულმა The Insider-მა ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარეს და ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის სპეცსამსახურების კვალზე მიუთითეს.

 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S