Accentnews.ge
გარემოს ეროვნული სააგენტო: გურიაში გეოლოგები და ჰიდროლოგები მუშაობენ

გარემოს ეროვნული სააგენტო: გურიაში გეოლოგები და ჰიდროლოგები მუშაობენ

08/09/2023 11:02:22 რეგიონები, საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უწყების გეოლოგების და ჰიდროლოგების ჯგუფი დილიდან გურიაში იმყოფება და განვითარებულ პროცესებს ადგილზე აფასებს.

უწყება აღნიშნავს, რომ სამუშაოებში ჩართულია სააგენტოს სპეციალისტების ექვსი ჯგუფი. მიმდინარეობს არა მარტო ვიზუალური დათვალიერება, არამედ ინსტრუმენტალური მონიტორინგი.

„8 სექტემბერს, ღამის საათებში, გურიის მხარესა და აჭარაში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვია",– აღნიშნავენ სააგენტოში.

სააგენტოსვე ცნობით, ძლიერი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საველე სავარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.

"პროცესების განვითარებიდან უმოკლეს დროში გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ჯგუფი ადგილზე იმყოფებოდა; სამუშაოებში ჩართულია სააგენტოს სპეციალისტების ექვსი ჯგუფი. მიმდინარეობს არა მარტო ვიზუალური დათვალიერება, არამედ ინსტრუმენტალური მონიტორინგი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აგრძელებენ სიტუაციის შესწავლას ადგილზე. დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებას ოპერატიულად მიეწოდება“,- ნათქვამია შეტყობინებაში.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიამ ორი ადამიანი იმსხვერპლა, ერთის ძებნა გრძელდება. მიმდინარეობს სამძებრო–სამაშველო ღონისძიებები. სტიქიის ზონიდან, შსს–ს ცნობით, 11 ადამიანია გამოყვანილი.

იხილეთ ასევე: სტიქია გურიაში: ადამიანი ე.წ. „ვიშკაზეა“ ასული და ვერ ჩამოგვყავს, მდინარის პირასაა, წყლის დონე მატულობს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S