ინალ არძინბა: "აფხაზეთი შესაძლოა, გეოპოლიტიკის მიღმა აღმოჩნდეს"

08-09-2023 18:13:08 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების თაობაზე გააკეთა კომენტარი.

“დღეს, მათ შორის სავაჭრო ბრუნვა 2,5 მილიარდი დოლარია. რამდენი იქნება ხვალ, საჰაერო მიმოსვლის ამოქმედებისა და უვიზო რეჟიმის გათვალისწინებით? ეს ყველაფერი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ჩვენზე და ჩვენს საგარეო პოლიტიკაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოვჩნდებით გეოპოლიტიკის განაპირას“, - განაცხადა არძინბამ გულრიფშის რაიონის აქტივისტებთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, რუსეთში არსებული ქართული დიასპორა აქტიურად მუშაობს რუსეთში საქართველოს ჰუმანიტარული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების გასაძლიერებლად:

„ჩვენ ამ კონკურენციაში არ უნდა დავმარცხდეთ, ამისთვის ეფექტურად, ჰარმონიულად და დინამურად მუშაობაა საჭირო. ჩვენ დაბალი კონკურენტუნარიანობის უფლება არ გვაქვს. მორიგ ჯერზე ვიმყოფებით ისტორიულ გზაჯვარედინზე. დღეს წყდება, ჩვენი სახელმწიფოს ხვალინდელი დღე“.

ამასთან მან ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ „საკითხის განხილვასთან თანმდევმა საინფორმაციო გაშუქებამ“ ზიანი მიაყენა აფხაზურ-რუსულ დიალოგს, ხოლო რუსეთი, მისი თქმით, „აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის ბირთვია“.

„თუ რუსეთთან ურთიერთობა დავკარგეთ, დავკარგავთ ჩვენს მთავარ მოკავშირეს და მსოფლიო ძალას“, - აღნიშნა არჩინბამ.

მისივე აზრით, აფხაზეთმა ეკონომიკური ზრდის ახალ წყაროებზე უნდა იფიქროს და დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ამ საკითხისადმი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები