Accentnews.ge
შულგინოვი: მოსკოვი სომხეთსა და ირანში ელექტროენერგიის აზერბაიჯანის გავლით მიწოდებას განიხილავს

შულგინოვი: მოსკოვი სომხეთსა და ირანში ელექტროენერგიის აზერბაიჯანის გავლით მიწოდებას განიხილავს

11/09/2023 14:04:49 კავკასია, მსოფლიო

მოსკოვი განიხილავს აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით ელექტროენერგიის სომხეთში ექსპორტს, იქიდან ირანში და შესაძლოა, სხვა ქვეყნებსაც,– ამის შესახებ რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ნიკოლაი შულგინოვმა რუსულ სახელმწიფო სააგენტო "რია ნოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„პირველ ეტაპზე, ჩვენ ვეთანხმებით თეირანს და ბაქოს, გამოიყენონ არსებული ინფრასტრუქტურა ახალი მშენებლობის გარეშე“, - აღნიშნა შულგინოვმა.

მისი ქმით, რუსეთის მხრიდან საუბარია 300 მეგავატ მოცულობაზე.

მან აღნიშნა, რომ პროექტის ყველა მონაწილე დაინტერესებულია, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. შესაბამისად, გაურკვეველია, რომელ მარშრუტზე საუბრობდა, განსაკუთრებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა არ ფუნქციონირებს.

მანამდე ირანის ენერგეტიკის მინისტრმა ალი აკბარ მეჰრაბიანმა განაცხადა, რომ ირანი და რუსეთი ელექტროენერგიას საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის გავლით გაცვლიან და რომ მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება.

„რუსეთთან ელექტროენერგიის გაცვლისთვის გამოვიყენებთ ორ მარშრუტს - აზერბაიჯანის რესპუბლიკას და სომხეთ-საქართველოს. ამჟამად მოლაპარაკებების დასრულების და განხორციელების პროცესში ვართ“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ თეირანი ზოგიერთ მეზობელთან ელექტროენერგიის გაცვლას გადახდის გარეშე ცდილობს: „მალე ჩვენ დავიწყებთ ელექტროენერგიის გაცვლას რუსეთთან აზერბაიჯანის გავლით. ასევე დღის წესრიგშია რუსეთის ელექტრო ქსელთან დაკავშირება სომხეთისა და საქართველოს გავლით“.

იხილეთ ასევე: ირანს და რუსეთს საქართველოს ერთობლივ პროექტში ჩართვა სურთ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S