სუს–ი ოკუპანტების მიერ გატაცებულ ოთხ ქართველთან დაკავშირებით პოზიტიურ სიახლეს ელის

12-09-2023 19:39:47 კონფლიქტები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში გამართული 114-ე შეხვედრა დასრულდა.

მედიასთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ცხინვალის ციხეში საქართველოს უკანონო მყოფ 4 მოქალაქესთან დაკავშირებით პოზიტიურ სიახლეს მოელიდან.

„არ ვისაუბრებ დეტალებზე ახლა, მაგრამ შემიძლია, ვთქვა, რომ ახლო მომავალში გვექნება საშუალება, ოჯახებს ვამცნოთ გარკვეული პოზიტიური ამბავი მათ ბედთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს უკანონო ე.წ ბორდერიზაციის საკითხი, რაც ერთ- ერთი მთავარი პუნქტია ქართული მხარის დღის წესრიგში. ირაკლი ანთაძის განცხადებით წლის განმავლობაში უკანონანო ე.წ ბორდერიზაციის 28 შემთხვევა დაფიქირდა:

„დაფიქსირდა კიდევ ერთხელ აქტიური პროტესტი და მიუღებლობა, ვინაიდან ეს პროცესი ძირეულად ლახავს ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და ყოველდღიური რისკის ქვეშ არის მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ოპონენტის პოზიცია ცნობილია და აქ ძირეული პროგრესი არ ყოფილა“.

ამასთა, შეხვედრაზე განიხილეს მოსახლებისთვის სარწყავი წყლის მიწოდების საკითხი, რომელიც მანამდმ ტექნიკური ჯგუფის განსახილველ საკითხთა სიაში იყო.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მომდევნო შეხვედრა ერგნეთში 1 ნოემებერს გაიმართება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები