Accentnews.ge
იაგო ხვიჩია: თუ NATO-ს ბაზა მოგწონს და დაგიცავს, აშშ, რომელიც ალიანსის მთავარი დონორია, რატომ არ იქნება იგივეს გამკეთებელი?!

იაგო ხვიჩია: თუ NATO-ს ბაზა მოგწონს და დაგიცავს, აშშ, რომელიც ალიანსის მთავარი დონორია, რატომ არ იქნება იგივეს გამკეთებელი?!

13/09/2023 10:27:35 პოლიტიკა

NATO სამხედრო ბაზებისგან არ შედგება?! თუ NATO-ს ბაზა მოგწონს და დაგიცავს, აშშ, რომელიც ალიანსის მთავარი დონორია, რატომ არ იქნება იგივეს გამკეთებელი?!, - ასე ეხმიანება "გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია ირაკლი კობახიძის განცხადებას აშშ-ის სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით, რომ "ვერავითარი ბაზა ვერ იქნება უსაფრთხოების გარანტი".

ხვიჩია მიიჩნევს, რომ მსგავსი მსჯელობა ლოგიკურად არასწორია.

„NATO თუ იცავს უსაფრთხოებას, ის სამხედრო ბაზებისგან არ შედგება?! NATO-ს ძალის ნახევარზე მეტი, თითქმის 2/3 აშშ-ს არის და თუ ალიანსი იცავს, ამ ბაზამ რა დააშავა. თუ ბაზით ვიცავთ საბოლოო ჯამში უსაფრთხოებას NATO–სი ეწერება თუ აშშ-ს, რა მნიშვნელობა აქვს?! არ ვიცი, რამეს გვთავაზობდნენ თუ არა ამ თვალსაზრისით და რამდენად სერიოზული იყო ეს საუბარი. მე გითხარით ჩემი მოსაზრება და ლოგიკური უსწორობა ამ მსჯელობაში - თუ ნატოს ბაზა მოგწონს, კარგია და ფიქრობ, რომ დაგიცავს, აშშ, რომელიც NATO- ს მთავარი დონორია, რატომ არ იქნება იგივეს გამკეთებელი?!",- განაცხადა ხვიჩიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S