13-09-2023 15:31:32
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო "სრულ სიცრუეს" უწოდებს "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, 2 წლის წინ საქართველომ ქვეყანაში სამხედრო ბაზის აშენებაზე აშშ-ს უარი განუცხადა.
"თავდაცვის სამინისტრო ეხმიანება მედიაში გასულ ინფორმაციას, რომელიც შეეხება აშშ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების თემას და შინაარსობრივად წარმოადგენს სრულ სიცრუეს.
აღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება პოლიტიკურად მიკერძოებული პირის მიერ, რომელიც შემდგომ ცალკეული მედია საშუალებებისა და პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მიერ გამოყენებულია დეზინფორმაციული კამპანიის საწარმოებლად.
მოვუწოდებთ საზოგადოებას დაეყრდნონ გადამოწმებულ ინფორმაციას, განსაკუთრებითასეთი მნიშვნელობის თემატიკის განხილვისას", – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.