Accentnews.ge
ენმ-ის, „ევროპული საქართველოსა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ დელეგაცია აშშ-ში მიემგზავრება

ენმ-ის, „ევროპული საქართველოსა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ დელეგაცია აშშ-ში მიემგზავრება

05/12/2019 12:50:00 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოსა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებისგან დაკომპლექტებული დელეგაცია ხვალ აშშ-ში გაემგზავრება. 

როგორც რუსთაველზე გამართულ ბრიფინგზე ელენე ხოშტარიამ, სალომე სამადაშვილმა და ხატია დეკანოიძემ ისაუბრეს, დელეგაცია ამერიკის ყველა შესაბამის ინსტიტუციას ეწვევა და 4-5 დღის განმავლობაში შეეცდებიან გააქტიურდეს სტრატეგიული მოკავშირეების ჩართულობა, რათა ქვეყანა „პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეს".

„იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ყოველდღიურად მძიმდება და ბიძინა ივანიშვილი არ იჩენს პოლიტიკურ ნებას, დაიწყოს მოლაპარაკებები კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად, ჩვენ გადავწყვიტეთ გავემგზავროთ ვიზიტით აშშ-ში. ხვალ საქართველოდან სხვადასხვა პარტიების გაერთიანებული დელეგაცია გაემგზავრება ვაშინგტონში, ოფიციალური ვიზიტით. ჩვენ შეხვედრები გვექნება ამერიკის ყველა შესაბამის ინსტიტუტში, როგორც კონგრესში და სენატში, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და 4-5 დღის მანძილზე შევეცდებით, რომ კიდევ უფრო გააქტიურდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების ჩართულობა, რათა ქვეყანა გამოვიდეს ამ პოლიტიკური კრიზისიდან. ჩვენი გზავნილი, რომელიც მიგვაქვს ვაშინგტონში, არის გზავნილი ქართველი ხალხის და იმ ადამიანების, რომლებთან ერთადაც ჩვენ ყოველდღე ვცდილობთ დავიცვათ დემოკრატია. დელეგაციაში იქნებიან როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე „ევროპული საქართველოსა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლები“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S