Accentnews.ge
რუსეთის საგარეო უწყება მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოსა და ნინო ბურჯანაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

რუსეთის საგარეო უწყება მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოსა და ნინო ბურჯანაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

05/12/2019 17:02:41 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

რუსეთის საგარეო უწყება მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოსა და „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერ ნინო ბურჯანაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„5 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე განხილულ იყო რუსულ-ქართული ურთიერთობები და მისი პერსპექტივები. რუსული მხრიდან დადასტურდა საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზაციაში დაინტერესება, ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობის ჩათვლით. მნიშვნელოვანია, რომ თბილისში გამოავლინონ უფრო პასუხისმგებლიანი მიდგომა რუსეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებით. საქართველოში არსებული სიტუაციის განხილვისას ხაზი გაესვა, რომ მოსკოვში იქ მიმდინარე მოვლენები განიხილება, როგორც ამ ამიერკავკასიის სახელმწიფოს შიდა საქმე. რუსეთი პრინციპულად თავს იკავებს სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისგან. ჩვენ დაინტერესებულები ვართ მშვიდობით და სტაბილურობით საქართველოში და მთლიანად ამიერკავკასიის რეგიონში“. 

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე დღეს მოსკოვში გაემგზავრა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S