
რუსეთმა “ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეროვნული ინტერესების დაცვის სტრატეგია” შეიმუშავა
02/03/2019 17:08:22 სხვა, მსოფლიო
“სირიული გამოცდილების განზოგადოებამ და დანერგვამ რუსეთის სტრატეგიის ახალი პრაქტიკული სფეროს გამოყოფის შესაძლებლობა წარმოქმნა, - ეს “შეზღუდული მოქმედების სტრატეგიის” ფარგლებში რუსეთის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ეროვნული ინტერესების დაცვისა და განხორციელების ამოცანების შესრულებაა”, - განაცხადა დღეს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, არმიის გენერალმა ვალერი გერასიმოვმა.
მისივე განმარტებით, “აღნიშნული სტრატეგიის რეალიზების საფუძველს წარმოადგენს ჯარების თვითკმარი დაჯგუფების ჩამოყალიბება შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი სახეობის საფუძველზე, რომელიც მაღალი მობილურობით ხასიათდება და ძალუძს, დასახული ამოცანების შესრულებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანოს”.
გერასიმოვმა დააზუსტა, რომ “სირიაში ეს როლი საჰაერო-კოსმოსურ ძალებს ეთმობათ".
ამასთან, მისივე თქმით, “ამ სტრატეგიის რეალიზების უმნიშვნელოვანესი პირობა საინფორმაციო უპირატესობის მოპოვება და შენარჩუნება, მართვის სისტემებისა და ყოველმხრივი უზრუნველყოფის წინმსწრები მზაობა, ასევე საჭირო დაჯგუფების მალული გაშლაა”.