ქუთაისში საპროტესტო მსვლელობა დაიწყო – ადგილზე ინციდენტი მოხდა

06-12-2019 14:23:37 საზოგადოება ,სხვა ,სხვა ,მითები და რეალობა

ქუთაისში სატროტესტო მსვლელობა დაიწყო. "ქართული ოცნების" მხარდამჭერები იკრიბებიან "ქართული ოცნების" ოფისთან, რომელიც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზად უნდა გაიარონ. მსვლელობის დაწყებამდე ადგილზე ინციდენტი მოხდა: სავარაუდოდ, "ქართული ოცნების", მხარდამჭერებმა ავტომანქანიდან კვერცხები ისროლეს, ასევე გადმოყარეს ქათმები და იყო შეძახილები "ქათმებო".

"ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ქუთაისში აქციის დასრულება 2 საათში იგეგმება, ხოლო თუ ხელისუფლება აქციის მონაწილეებს "ტიტუშკებს" დაუპირისპირებს, ოპოზიციას რუსთაველის გამზირის გადაკეტვა მეტი ხნის განმავლობაში მოუწევთ. 

მისივე თქმით, აქციის მონაწილეთა მიზანი არ არის "ქართული ოცნების" ოფისი და არც ის სურთ, რიგით მოქალაქეებს, რომლებიც მომიტინგეთა საპროტესტო განწყობას არ უერთდებიან, პრობლემები შეუქმნან. ამიტომ ის მოუწოდებს ხელისუფლებას, არ დაუპირისპიროს მოქალაქეები ერთმანეთს.  

"ჩვენი მიზანი არ არის ექსცესები, მიანია, დავაფიქრრიროთ პროტესტი და საერთაშორისო საზოგადოებას დავანახოთ, რომ საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ პროპორციულ არჩევნებს" –განაცხადა ბობოხიძემ.  

გიგა ბოკერიას განცხადებით, საპროტესტო აქციები სხვა რეგიონებში გაიმართება.

"მთელი საქართველო იქნება მოცული, სანამ უკან არ წაიღებს ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებას",– დასძინა ბოკერიამ. 


ახალი ამბები

სხვა სიახლეები