მესტვირიშვილი: ვერ ვიქნები იმ გადაწყვეტილების მონაწილე, რომელზეც არც გავლენა მაქვს და არც ვეთანხმები
20/09/2023 10:11:34 პოლიტიკა
"ვერ ვიქნები იმ გადაწყვეტილების მონაწილე, რომელზეც არც გავლენა მაქვს და არც ვეთანხმები", - ასე ხსნის ეროვნული ბანკის საბჭოს უკვე ყოფილი წევრი და ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას. ეს კომენტარი მესტვირიშვილმა bm.ge-ს მისცა.
მანამდე არჩილ მესტვირიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თანამდებობას ტოვებდა.
"მეგობრებო და კოლეგებო, ვტოვებ ეროვნულ ბანკში ჩემ თანამდებობას", - დაწერა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა Facebook-ზე.
როგორც მესტვირიშვილი ამბობს, ნათია თურნავას გადაწყვეტილება მასთან არ შეუთანხმებია.
"არ იყო ვალდებული ვინმესთან შეეთანხმებინა. თბილისში არ ვარ და ჩემთან არ ყოფილა გავლილი და არც ვალდებულება ჰქონია",- ამბობს მესტვირიშვილი გამოცემასთან.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა გამონაკლისი დაუშვა და სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე დაწესებული შეზღუდვა მოუხსნა.
იხილეთ ასევე: ფარცხალაძის სადარაჯოზე: შესაძლო ფასი


