Accentnews.ge
ნიკა მელია სავარაუდოდ, დააკავეს

ნიკა მელია სავარაუდოდ, დააკავეს

22/09/2023 17:00:17 სამართალი

თბილისში, გლდანში დაძაბული ვითარებაა. მას შემდეგ, რაც საკუთარი სახლის მიმდებარედ დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის შესახებ გახდა ცნობილი, ადგილზე ეძგვერაძის მხარდამჭერები მივიდნენ, მათ შორის ენმ–ის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია.

მოგვიანებით ვითარება დაიძაბა ადგილზე მობილიზებულ პოლიცეიელბსა და ეძგვერაძის მხარდამჭერებს შორის.

"ნაცვლად იმისა, რომ კრიმინალები დააკავონ...არანაირი განსხვავება კრიმინალებსა და ამათ შორის არაა. იგივე ხალხმა იარაღით დაარბია საარჩევნო უბნები და ახლა ანალოგიურს აკეთებენ",– თქვა ნიკა მელიამ.

ამჟამად ადგილზე დაძაბულობაა. პოლიციელებმა ნიკა მელია ადგილიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს და ჩასვეს ავტომანქანაში. სავარაუდოდ, ის დაკავებულია.

ეძგვერაძის მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ ადგილზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის, ბაჩო დოლიძე.

ადგილზე ენმ–ის სხვა ლიდერებიც მივიდნენ. როგორც გიორგი ვაშაძე ყვება, დაპირისპირება მოჰყვა პოლიციის "უმოქმედობას და ცინიკურ დამოკიდებულებას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S