უკრაინის შეიარაღებაში შესაძლოა, ათასობით კილომეტრზე მოქმედი რაკეტები გამოჩნდეს

26-09-2023 23:14:31 მსოფლიო ,ეს საინტერესოა

უკრაინის ჯარების ყველაზე მასიური შეტევა ანექსირებულ ყირიმში არსებულ სამიზნეებზე და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებზე შესაძლებელი გახდა, მათ შორის, უკრაინაში საკუთარი და დასავლური წარმოების შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოჩენის წყალობით. ჯერჯერობით ეს რადიუსი ასობით კილომეტრია, მაგრამ ალბათ კიევს ექნება რაკეტები, რომლებსაც ათასობით კილომეტრზე ფრენა შეეძლებათ. ახალმა რაკეტებმა, როგორიცაა ბრიტანული Storm Shadow და ფრანგული SCALP, ისევე როგორც უკრაინული "ნეპტუნის" ახალმა ვერსიამ ახალ დაზვერვასთან ერთად "დიდი ცვლილებები" გამოიწვია, - განუცხადა The Economist-ს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში წყარომ.

„როგორც კი ჩნდება სამიზნე, რომელზე დარტყმის განხორციელებაც შეგვიძლია, ამას ვაკეთებთ კიდეც“, - თქვა მან.

მაგრამ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაძლოა, სხვა ფრთოსანი რაკეტებიც შეიძინოს, – წერს The Economist.

„ჩვენ გვსურს, მივიღოთ რუსული "კალიბრისა" და Kh-101-ის ანალოგები“, - თქვა წყარომ და აღნიშნა, რომ მათი სიჩქარის, მანევრირებისა და დაბალი შემჩნევადობის გამო, ასეთი რაკეტების განეიტრალება რთული იქნება.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, "კალიბრის" ფრთოსანი რაკეტების მოქმედების მანძილმა შესაძლოა, 2000 კმ-ს მიაღწის. ეს არის საზღვაო რაკეტები და მათი გამოყენება შესაძლებელია გემებისა და სახმელეთო სამიზნეების წინააღმდეგ. 2022 წელს რუსეთმა დაიწყო მათი აქტიური გამოყენება უკრაინაში სამოქალაქო ობიექტების გასანადგურებლად. ექსპერტების თქმით, ასეთი დარტყმები არამიზნობრივი და უსისტემო გამოდის, რადგან "კალიბრები" განკუთვნილია ლითონის დიდი კონსტრუქციაზე დასარტყმელად,ამავდროულად, მშვიდობიანი მოსახლეობა ძალიან ზარალდება.

ექსპერტებმა რაკეტების ამგვარ გამოყენებას სამხედრო თვალსაზრისით არაეფექტური უწოდეს, მაგრამ ეფექტური ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანებისთვის.

Kh-101 - სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტის "ჰაერი–-მიწა" მაქსიმალური სროლის მანძილით 5500 კილომეტრია. რუსები უკრაინაში მათ ხშირად იყენებენ ქალაქების დასაბომბად – რუსეთის ტერიტორიიდან ბომბდამშენებიდან უშვებენ.

უკრაინამ შესაძლოა, მალე მიიღოს შეერთებული შტატებისგან შეზღუდული რაოდენობის ATACMS რაკეტები (სროლის მანძილი 300 კმ-მდეა). მაგრამ ისინი გამოყენებული იქნება მხოლოდ უკრაინის დასაცავად, – დაჰპირდა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს (NSDC) მდივანი ალექსეი დანილოვი.

ამავდროულად, მისი თქმით, უკრაინის ჯარების ამოცანაა, „საკუთარი იარაღით განახორციელოს დარტყმები რუსეთის სამხედრო ობიექტებზე“, რათა სამხედრო ოპერაციები მტრის ტერიტორიაზე გადაიტანოს.

30 აგვისტოს ღამით პსკოვის კრესტის აეროდრომზე მასიური თავდასხმის შემდეგ, როდესაც განადგურდა მინიმუმ ოთხი რუსული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა 700 კმ მანძილზე არსებული სამიზნის წარმატებით განადგურების შესახებ შორ მანძილზე მოქმედი იარაღით. მას სამიზნე, გეოგრაფიული არეალი არ დაუკონკრეტებია. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ აჩვენა უკრაინული რაკეტის გამოცდის კადრებიც.

უკრაინის ინდუსტრია სპეციალიზირებული იყო რაკეტების განვითარებაში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში და 2014 წლამდე ქვეყანას ჰქონდა „მსოფლიო დონის გიჟური პროექტები“, – განუცხადა The Economist-ს უსაფრთხოების ექსპერტმა ოდესიდან ანა შელესტმა.მისი თქმით, ისინი დაიხურა დაფინანსების არარსებობის ან საბოტაჟის გამო, „ბევრ შემთხვევაში, დოკუმენტები გაქრა ან ხელმოწერილი არ იყო“. თუმცა, ომის დროს, ამ პროექტებიდან ზოგიერთი რეანიმირდა, – ამბობს შელესტი, რადგან ახალი რაკეტის განვითარებას ჩვეულებრივ დაახლოებით 10 წელი სჭირდება, ხოლო ძველის პროტოტიპები შეიძლება, ბევრად უფრო სწრაფად გადაიყვანო წარმოების ეტაპზე.

უკრაინული "ნეპტუნის" რაკეტის გამოცდა უნდა დასრულებულიყო სწორედ იმ წელს, როდესაც ომი დაიწყო,– განუცხადა The Wall Street Journal-ს უკრაინის საზღვაო ძალების მეთაურმა, ვიცე-ადმირალმა ალექსეი ნეიჟპაპამ და დასძინა, ”სანაცვლოდ, ჩვენ ისინი რეალურ სამიზნეებზე გამოვცადეთ”.

თავდაპირველად, ნეიჟპაპას თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა «Адмирал Эссен–ზე სცადეს დარტყმა – რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფრეგატზე, მაგრამ მან შეძლო რაკეტების ჩახშობა ელექტრონული ომის საშუალებების გამოყენებით და მიიღო მცირე დაზიანება, რამდენიმე მეზღვაური დაშავდა.

„მიუხედავად ამისა, რუსებს სერიოზულად არ სჯეროდათ, რომ ჩვენ რეალური სარაკეტო იარაღი გვქონდა და ჩვენს წყლებზე კონტროლის დამყარების მცდელობას განაგრძობდნენ" – კრეისერი „მოსკვა“ დარტყმისთვის საკმარის მანძილზე მიყვანა. ის "ნეპტუნის" რაკეტამ 2022 წლის აპრილში ჩაიძირა.

იხილეთ ასევე: რა ბედი ეწია "Москва"–ს ეკიპაჟს: გადარჩენილები ყვებიან იმას, რასაც შოიგუს უწყება მალავს

უკრაინამ კრეისერი "МОСКВА" თავის წყალქვეშა კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები