
ლავროვი ფაშინიანს ემუქრება
28/09/2023 07:22:57 კავკასია
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კრემლის პროპაგანდისტულ მედიარესურს "ტასს"–თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთი ბევრია ისეთი, რომელთაც "რუსეთის დაკარგვა და ახალი მეგიბრების შეძენა" სურთ.
მისი თქმით, ეს გამოიკვეთა პრემიერ–მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ბოლო გამოსვლაში, თუმცა როგორც ლავროვი ამტკიცებს, ამიერკავკასიაში "რუსეთის ინტერესების სრული იგნორირება შეუძლებელია".
"სომხეთში ბევრია ისეთი, რომელთაც რუსეთის დაკარგვა და ახალი მეგობრების შეძენა სურთ. ისტორიულად, გეოგრაფიულად თუ გეოპოლიტიკურად, შეუძლებელია რუსეთის დაკარგვა იმ გაგებით, რომ შეუძლებელია ამიერკავკასიაში მისი ინტერესების სრული იგნორირება. მაგრამ ზოიერთ ლიდერს ერევანში აქვს ასეთი იმედები. მსგავსი აზრი გამოიკვეთა პრემიერ–მინისტრ ფაშინიანის ბოლო გამოსვლაში, რომელშიც ისაუბრა არშემდგარი ალიანსების კომპენსირების აუცილებლობაზე, რომლებზეც სომხეთი იმედებს ამყარებდა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ასევე პარტნიორთა წრის გაფართოებაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ უსაფრთხოებას. თუ ისინი იმედებს ამყარებენ შეერთებულ შტატებზე, როგორც გამომდინარეობს სომხეთის ხელმძღვანელობის არაერთი წარმომადგემლის განცხადებებიდან, ალბათ, მათთვის კარგი იქნება, გადახედონ უახლეს ისტორიას, როგორ ეპყრობოდა შეერთებული შტატები მათ, რომელთა მოცევასაც თავის ფრთის ქვეშ ცდილობდა. ყველა ამ ადამიანის ბედი დღეს საკმაოდ ბუნდოვანია",– თქვა ლავროვმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა.
რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობები განსაკუთრებთ ბოლო ერთი წელია, დაიძაბა, როდესაც ოფიციალურმა ერევანმა ღიად დაიწყო მოსკოვის დადანაშაულება აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის კუთხით. ეს ეხებოდა როგორც სომხეთის სასაზღვრო ზონაში მომხდარ შეიარაღებულ ინციდენტებს, ისე რუსი სამშვიდობოების უმოქმედობას მთიან ყარაბარში.