Accentnews.ge
გერმანიის ელჩი: „2008 წლის ომი რუსეთის ინტერესებში იყო, მაგრამ საქართველომ თავისი როლი შეასრულა“

გერმანიის ელჩი: „2008 წლის ომი რუსეთის ინტერესებში იყო, მაგრამ საქართველომ თავისი როლი შეასრულა“

09/12/2019 13:41:53 კონფლიქტები, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის შეფასებით, 2008 წლის ომი რუსეთის ინტერესებში იყო, საქართველოს მთავრობამ კი მაშინ გადადგა ნაბიჯები, სამხედრო მოქმედებების ჩათვლით, რომელმაც რუსეთს საქართველოში შესაჭრელად ხელსაყრელი წინაპირობები შეუქმნა. ამის შესახებ ელჩმა "Пограничная ZONA"–სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც ყირიმისა და დონბასის შემთხვევისგან განსხვავებით, საქართველოს ოკუპაციის გამო რუსეთის მიმართ სანქციების არარსებობის მიზეზებს ეხებოდა, ელჩმა განაცხადა, რომ „ვითარება, რომელიც 2008 წელს იყო შექმნილი, განსხვავდება იმისგან, რაც 2014–ში გვქონდა“.

„თქვენ იცით, რომ ჩამოვიდა პრეზიდენტი სარკოზი [იმხანად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის – საფრანგეთის პრეზიდენტი], რათა კონფლიქტი შეეჩერებინა. იგი აწარმოებდა მოლაპარაკებებს პრემიერ–მინისტრ პუტინთან და პრეზიდენტ მედვედევთან. კონფლიქტი მსოფლიო თანამეგობრობის თვალში საქართველოს იმიჯისთვის არასახარბიელოდ დაიწყო ...  არსებობს ტალიავინის მოხსენება, რომელიც ევროკავშირისთვის მომზადდა. ყველა მტკიცებულება ძალზე დეტალურად იქნა შესწავლილი. მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ საქართველომ კონფლიქტის დაწყებაში თავისი როლი შეასრულა“, – დასძინა ელჩმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S