Accentnews.ge
ტურავა: სასამართლო უფლებამოსილია, პრეზიდენტის ნების საწინააღმდეგოდაც მოითხოვოს მისი დასწრება

ტურავა: სასამართლო უფლებამოსილია, პრეზიდენტის ნების საწინააღმდეგოდაც მოითხოვოს მისი დასწრება

02/10/2023 15:15:13 პოლიტიკა

ხვალ, 3 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოსთვის უპრეცედენტო საქმეზე იმსჯელებს. კერძოდ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე წარდგინებას განიხილავს.

არსებითი განხილვა 12:00 საათზე ჩაინიშნა.

"ქართული ოცნების" მხრიდან წარმოდგენილი იქნება 5 დეპუტატი. ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა სალომე ზურაბიშვილი განხილვას, თუმცა პრეზიდენტმა ბელგიის მეფისთვის გაგზავნილ წერილში ვიზიტის გაუქმების ერთ–ერთ მიზეზად სწორედ პრეცესები დაასახელა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა თემის კომენტირებისას ამბობს, რომ სასამართლოს შეუძლია, ხვალინდელ, იმპიჩმენტის პროცესზე დასწრება პრეზიდენტის უარის მიუხედავად მოითხოვოს, თუმცა ვარაუდობს, რომ ამის საჭიროება არ იქნება.

ტურავას თქმით, სასამართლოს დიდი სურვილი აქვს, ზურაბიშვილი დაესწროს განხილვას და განმარტებებიც გააკეთოს.

"პრეზიდენტის აზრებს და განცდებსაც ჩვენთვის მნიშვნელობა ექნება. ვფიქრობ, ჩვენი პოზიციაა და დარწმუნებულიც ვართ იმაში, რომ არა მარტო კონსტიტუციური წარდგინების ავტორები, არამედ ასევე საქართველოს პრეზიდენტი გამოცხადდება სასამართლო სხდომაზე. შეგვიძლია, რა თქმა უნდა, არ დავკმაყოფილდეთ იმ ინფორმაციით, შეკითხვებზე პასუხით რასაც მივიღებთ და სასამართლო უფლებამოსილია, პრეზიდენტის ნების საწინააღმდეგოდაც კი, მოითხოვოს მისი პროცესზე დასწრება, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვფიქრობთ, ასეთს ადგილი არ ექნება", - ამბობს მერაბ ტურავა.

იხილეთ ასევე: კონსტიტუციის ორი მუხლის დილემა: ვინ დაარღვია მთავარი კანონი?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S