Accentnews.ge
ლავროვი: მოსკოვი იმედოვნებს, რომ რუსეთსა და სომხეთს შორის კავშირი არ განადგურდება

ლავროვი: მოსკოვი იმედოვნებს, რომ რუსეთსა და სომხეთს შორის კავშირი არ განადგურდება

02/10/2023 19:26:10 კავკასია

ერევნიდან გაჟღერებული განცხადებები ОДКБ–დან გასვლის შესაძლებლობის შესახებ არის სუვერენული არჩევანი, მაგრამ მოსკოვი იმედოვნებს, რომ „ვერც ერთი დროებითი ადმინისტრაცია“ ვერ გაანადგურებს კავშირებს რუსეთსა და სომხეთს შორის, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

„თუ, როგორც სომხეთის ზოგიერთმა ლიდერმა განაცხადა, ახლა ისინი, რუსეთით და ОДКБ-თი იმედგაცრუებული, კოლეგებს მიმართავენ საკუთარი უსაფრთხოების გასაძლიერებლად, ეს არის მისი სუვერენული არჩევანი, სომხეთის ხელმძღვანელობის არჩევანი. მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს, რომ კავშირები, რომლებიც საუკუნეების მანძილზე არსებობდა რუს და სომეხ ხალხებს შორის, ვერ განადგურდება ვერანაირი დროებითი ადმინისტრაციაების მიერ“, - განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს ვალდაის საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის მე-20 წლიური შეხვედრის შემდეგ.

მისიმტკიცებით, მოსკოვი მუშაობს აზერბაიჯანელ კოლეგებთან და მეზობლებთან მთიან ყარაბაღში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის და იქ ნორმალური ცხოვრების აღდგენისთვის. ამ ფონზე ყარაბაღი უკვე დატოვა 120 000–დან 100 000–მა ადამიანმა.

დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ფაშინიანის აპარატის ცნობით, მხარეებმა განიხილეს მთიანი ყარაბაღიდან სომხების იძულებითი განსახლების შედეგად წარმოქმნილ ვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, რეგიონული ვითარება და სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგი.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ დისკუსიები გააგრძელონ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, რომელიც ამ კვირაში ესპანეთში გაიმართება.

მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გამოთქვა იმედები ამ შეხვედრასთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S