Accentnews.ge
ხვალ პუტინი ბჟანიას შეხვდება

ხვალ პუტინი ბჟანიას შეხვდება

03/10/2023 13:38:24 კონფლიქტები

ხვალ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას სოჭში შეხვდება.

გავრცელებული ინფორმაციით, დღის წესრიგში შედის მოსკოვისა და სოხუმის შემდგომი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები სხვადასხვა მიმართულებით.

დღეს ასლან ბჟანიამ შეხვედრა გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირობა დადო, რომ "გააფართოვებს იმ ქვეყნების წრეს, რომლებმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ".

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ მოსკოვმა ცხივალისა და აფხაზეთი რეგიონები "დამოუკიდებელ" ე.წ. სახელმწიფოებად აღიარა. რუსეთის შემდეგ, საქართველოს ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ვენესუელამ, ნიკარაგუამ, ნაურუმ და სირიამ სცნეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S