Accentnews.ge
გაგლოევი - ლავროვს: "სამხრეთ ოსეთი ჩვენი ერთობლივი დიადი სამშობლოს სამხრეთ ფორპოსტია"

გაგლოევი - ლავროვს: "სამხრეთ ოსეთი ჩვენი ერთობლივი დიადი სამშობლოს სამხრეთ ფორპოსტია"

04/10/2023 09:40:45 კონფლიქტები

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სოჭში ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევსა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ასხარ ჯიოევს შეხვდა.

ოსური მედიის ცნობით, ლავროვმა ოს სტუმრებს "რესპუბლიკის დღე" და მოსკოვის მიერ "სამხრეთ ოსეთის დმაოუკიდებლობის" აღიარებიდან 15 წლის იუბილე მიულოცა. მან ორმხრივი ურთიერთობების "დინამიური განვითარება" აღნიშნა და პირობა დადო, რომ რუსეთი "გააგრძელებს სამხრეთ ოსეთის ურყევ მხარდაჭერას უსაფრთხოების, თავდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართულებით".

ამასთან, რუსეთის მთავარმა დიპლომატმა "რეგიონული პოლიტიკის, საერთაშორისო პრობლემატიკისა და სამხრეთ ოსეთის საგარეო კონტაქტების" კუთხით მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

თავის მხრივ გაგლოევმა უკრაინასთან ომში რუსეთის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა და მოსკოვის მიერ დასახული მიზნების სრულად რეალიზების იმედი გამოთქვა.

"დღეს ყველას გვიჭირს უკრაინაში მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფონზე, მაგრამ თუ კოორდინირებულად ვიმოქმედებთ რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვლადიმირ პუტინის მიერ დასახული ყველა მიზანი აუცილებლად იქნება მიღწეული. უფლება არ გვაქვს, გამარჯვებაში ეჭვი შევიტანოტ" - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

ამასთან, გაგლოევის თქმით, რუსეთი "სამხრეთ ოსეთისთვის სანდო პარნტიორად, მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტად" რჩება და "ცხინვალი სრულ მზადყოფნაშია, მომავალშიც სტრატეგიულ პარტნიორთან კონსტრუქციული მუშაობა გააგრძელოს, მათ შორის - რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად".

"მინდა, დავარწმუნო რუსეთის ხელმძღვანელობა, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის სანდო პარტნიორად რჩება და ჩვენი ერთიანი, დიადი სამშობლოს სამხრეთ ფორპოსტს წარმოადგენს" - დასძინა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S