10-12-2019 15:01:35 ევროპა ,პოლიტიკა ,აღმოსავლეთ პარტნიორობა ,საგარეო პოლიტიკა
ჩვენ ვთავაზობთ სამივე ქვეყანას, ე.წ ტრიო სტატეგიას, რათა შევქმნათ ევროკავშირის თანამოაზრე ქვეყნების კოალიცია, რომლებიც იზრუნებენ ამ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებზე და რომლებიც შეეცდებიან ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგი უფრო ეფექტურად წაწიონ წინ, - ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბელის თანაპრეზიდენტმა ანდრეს კუბილიუსმა განაცხადა.
როგორც კუბილიუსმა განმარტა, სამი ქვეყანა (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) თუ გააგრძელებს პროგრესს, უფრო მეტი მიიღონ.
“ჩვენ გვყავს ქვეყნები, რომლებიც ჩამოაყალიბებენ ე.წ. თანამოაზრეთა კოალიციას და იქნება გრძელვადიანი დღის წესრიგი. ისინი დაიწყებენ ნაბიჯების გადადგმას თითოეულ ქვეყანაში. ასევე ჩვენ ვსაუბრობთ რა ტიპის ახალი სფეროები, ფინანსური და პოლიტიკური ინსტრუმენტები შეიძლება იქნას გამოყენებული ევროკავშირის მიერ, რათა დაეხმარონ ამ ქვეყნებს, თუ ისინი აკეთებენ უფრო მეტს, უფრო მეტი იქნას მიწოდებული მათ მიმართ. ასეთია ჩვენი ენა. ჩვენ გვსურს, ეს სამი ქვეყანა, თუ ისინი პროგრესს გააგრძელებენ, მოვიაზროთ ჩვენც უფრო ახლო პარტნიორებად", - განაცხადა კუბილიუსმა.