Accentnews.ge
ჰერჩინსკი –  აფხაზეთში რუსული საზღვაო ბაზის გახსნის გეგმებზე: "ეს რუსეთის მხრიდან ექვსპუნქტიანი შეთანხმების დარღვევაა, ძალიან შემაშფოთებელია"

ჰერჩინსკი –  აფხაზეთში რუსული საზღვაო ბაზის გახსნის გეგმებზე: "ეს რუსეთის მხრიდან ექვსპუნქტიანი შეთანხმების დარღვევაა, ძალიან შემაშფოთებელია"

06/10/2023 07:08:07 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული საზღვაო ბაზის გახსნის გეგმებს ეხმიანება.

მისი თქმით, აღნიშნული "ძალიან შემაშფოთებელია".

"ნება მომეცით, გავიმეორო ევროკავშირის მტკიცე და მკაფიო პოზიცია კიდევ ერთხელ: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთი აპირებს ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ ერთი სამხედრო ბაზის გახსნას, არის ძალიან შემაშფოთებელი. ეს არის იმ ექვსპუნქტიანი შეთანხმების დარღვევა რუსეთის მხრიდან, რომელიც 2008 წელს იქნა მიღწეული ევროკავშირის შუამავლობით და ნათელია, რომ მოვლენების ასეთი განვითარება ძალიან შემაშფოთებელია", - ამბობს ჰერჩინსკი.

ამავე თემაზე: რა ახალ რისკებს აჩენს ოჩამჩირეში დაანონსებული რუსული საზღვაო ბაზა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S