Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე – აფხაზეთში რუსული საზღვაო ბაზის გახსნის გეგმებზე: საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა მკაფიო განცხადება და ეს არის ამ ეტაპზე ის რეაგირება, რომელიც საჭიროდ ჩაითვალა

ირაკლი კობახიძე – აფხაზეთში რუსული საზღვაო ბაზის გახსნის გეგმებზე: საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა მკაფიო განცხადება და ეს არის ამ ეტაპზე ის რეაგირება, რომელიც საჭიროდ ჩაითვალა

06/10/2023 09:30:39 პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა მკაფიო განცხადება და ეს არის ამ ეტაპზე ის რეაგირება, რომელიც საჭიროდ ჩაითვალა, ეს არის ხელისუფლების პოზიცია, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას განცხადებას, რომლის თანახმად, „ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა აშენდება“.

რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებებს, რომ აღნიშნული მოვლენები „მეორე ფრონტის“ გადმოტანის მცდელობაა, კობახიძე ამბობს, რომ „სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოში „მეორე ფრონტი“ არ დაუშვას და ამისთვის ყველა ნაბიჯი იდგმება“.

„ყველა პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით, მათ შორის ყურადღებით ვაკვირდებოდით აქაური რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს უკრაინაში ომის დაწყების დღიდან მოყოლებული, ასევე, კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებსაც, საქართველოს პრეზიდენტის კაბინეტში თუ საჯაროდ ნათქვამ განცხადებებსაც და აქედან გამომდინარე გვაქვს საკუთარი დასკვნები, თუ ვის სურს საქართველოში „მეორე ფრონტი“. აქედან გამომდინარე გვქონდა საუბარი „გლობალურ ომის პარტიაზე“, რადიკალურ ოპოზიციაზე. თვითონ რადიკალური ოპოზიციის „მესიჯია“, რომ როცა მოესურვება, შემოვა. [რუსეთი]. რატომ არ შემოდის რუსეთი? უნდა და ვერ შემოდის? თუ როგორ არის? ოპოზიცია არის თავიდან ბოლომდე გაჭედილი. თუ უნდა, მაშინ რას აკეთებს?“, - განაცხადა კობახიძემ.

ამავე თემაზე: რა ახალ რისკებს აჩენს ოჩამჩირეში დაანონსებული რუსული საზღვაო ბაზა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S