Accentnews.ge
პრეზიდენტი: ოჩამჩირეში რუსული ბაზა დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისათვის

პრეზიდენტი: ოჩამჩირეში რუსული ბაზა დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისათვის

06/10/2023 14:10:12 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი ეხმიანება ოკუპირებულ აფხაზეტში რუსეთის საზღვაო ბაზის შესაძლო გახსნის შესახებ ცნობებს და აცხადებს, რომ ეს დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალიდენლი ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისათვის.

პრეზიდენტი მოუწოდებს საქართველოს პარტნიორებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოახდინონ მყისიერი რეაგირება.

„რუსეთის უკანონო, დანაშაულებრივი და აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება - სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე, ოჩამჩირეში მორიგი სამხედრო და პირველი საზღვაო ბაზის გახსნა. ეს პროვოკაცია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს.

ეს დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალიდენლი ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისათვის. სწორედ ამ ნაბიჯით რუსეთი შავი ზღვის რეგიონში გავლენების გაძლიერებასა და რეგიონში დომინანტობას ცდილობს.

მოვუწოდებ საქართველოს პარტნიორებსა და საერთაშორისო საზოგადოებას, მოახდინონ მყისიერი რეაგირება“,- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

იხილეთ ასევე: რა ახალ რისკებს აჩენს ოჩამჩირეში დაანონსებული რუსული საზღვაო ბაზა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S