Accentnews.ge
ისრაელში საქართველოს ელჩი: საქართველოს მოქალაქის დაშავების, დაკარგვის ან გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საელჩოში არ შემოსულა

ისრაელში საქართველოს ელჩი: საქართველოს მოქალაქის დაშავების, დაკარგვის ან გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საელჩოში არ შემოსულა

09/10/2023 06:25:38 პოლიტიკა

საქართველოს მოქალაქის დაშავების, დაკარგვის ან გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საელჩოში არ შემოსულა, – ამის შესახებ ისრელში საქართველოს ელჩმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად ორი ქართველი ებრაელი დაიღუპა.

„ჯერ კიდევ არ არის ისრაელის ჯარის მიერ აღებული კონტროლი ყველა იმ დასახლებაზე, სადაც ტერორისტები არიან შესულები, ამიტომ ინფორმაციის მოპოვება კვლავ ჭირს. გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობიდან ყველას იდენტიფიკაცია ჯერ არ არის განხორციელებული. ასე რომ, არ არის ცნობილი კონკრეტულად ვინ არის გატაცებული და ვინ არის გარდაცვლილი,

საქართველოს მოქალაქის დაშავების, დაკარგვის ან გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საელჩოში არ შემოსულა. ღვთის წყალობით, იმედი გვაქვს, რომ ასე დასრულდება ეს ყველაფერი, რომ არ იქნება საქართველოს რომელიმე მოქალაქე დაშავებული ან გატაცებული. ყოველ შემთხვევაში, 2 დღის მანძილზე ასეთი დადასტურებული ინფორმაცია არ შემოსულა.

დღეისთვის ორი ქართველი ებრაელია დაღუპული. ჩვენი ნაწილია ესეც – ბუზუდაშვილი, პოლიციის თანამშრომელი, რომელიც გმირულად ასრულებდა თავის მოვალეობას და არის კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი, ავი აბრაამ ქუბელაშვილი, რომელიც აქ შეტაკებების დროს დაიღუპა. ჩვენ ვიზიარებთ ჩვენი ძმებისა და დების ამ საშინელ ტრაგედიას და ტკივილს და მათთან ერთად ვართ ამ გასაჭირის და ომის დროს”, – აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.

ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმებულია "ცხელი ხაზი".

ცნობისთვის: ისრაელის არმიის და ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 700-ს გადააჭარბა. დაჭრილია 2 315 ადამიანი. ათეულობით დაკარგულად ითვლება. პალესტინს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულია 413 და დაჭრილია 2 300 ადამიანი.

საომარი მოქმედებები 7 ოქტომბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. 7 ოქტომბერს ისრაელმა ღაზაზე საპასუხო დარტყმები დაიწყო. 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S