
უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი ცხინვალელი დაიღუპა
09/10/2023 13:54:45 კონფლიქტები
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში კიდევ ერთი ცხინვალელი დაიღუპა. საიბარია 27 წლის სოსლან გაბარაევზე.
გაბარაევი რუსეთის მხარეს იბრძოდა.
მისი დაღუპვის დეტალები არ გავრცელებულა.
მებრძოლს 3 წლის ვაჟი და ორსული ცოლი დარჩა. მისი დაკრძალვა ცხინვალში 11 ოქტომბერს გაიმართება.
ღია წყაროების მიხედვით, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის 30-ზე მეტი მკვიდრი დაიღუპა.