Accentnews.ge
ვოლსკი – ოპოზიციის რეზოლუციის პროექტზე ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ბაზის გახსნის წინააღმდეგ: არათუ მხარს არ დავუჭერთ, არამედ საერთოდ არც უნდა განიხილებოდეს

ვოლსკი – ოპოზიციის რეზოლუციის პროექტზე ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ბაზის გახსნის წინააღმდეგ: არათუ მხარს არ დავუჭერთ, არამედ საერთოდ არც უნდა განიხილებოდეს

09/10/2023 16:00:03 პოლიტიკა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გამოეხმაურა ოპოზიციის რეზოლუციის პროექტს ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ბაზის გახსნის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ "საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციურ ფლანგზე ასეთი სახის რეზოლუციებს არათუ მხარს არ დაუჭერს, არამედ ის საერთოდ არც უნდა განიხილებოდეს".

„საერთოდ, ადრეც ვთქვი და ჩემმა კოლეგებმაც არაერთხელ განაცხადეს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ასეთი სახის რეზოლუციებს არათუ მხარს არ დავუჭერთ, არამედ საერთოდ არც უნდა განიხილებოდეს, ვინაიდან სულ მცირე არის პროვოკაციის მცდელობა მუდმივად, რომ რაღაცას წარმოადგენენ ეს პოლიტიკური სუბიექტები და ადამიანები იმ დიდ პოლიტიკაში, იმ ურთულეს სიტუაციაში, რაც დღეს საქართველოს შეუქმნა რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაციამ და არამარტო ოკუპაციამ. ამ რეალობაში ასეთი წამოკნავლებები არ არის ადეკვატური და მინდა ერთიც გაგახსენოთ - 2009 წელს რუსეთის ფედერაციამ მყარად და არაორაზროვნად განაცხადა, რომ ოჩამჩირეში სამხედრო ბაზა უნდა ააშენოს, რასაც მრავალი წელი სჭირდება, დაწყებული ზღვის სიღრმის უზრუნველყოფიდან, ინფრასტრუქტურით დამთავრებული და მას მერე ამ მიმართულებით არანაირი მოძრაობა არ იქნა შემჩნეული",- განაცხადა ვოლსკიმ.

ამავე თემაზე: რა ახალ რისკებს აჩენს ოჩამჩირეში დაანონსებული რუსული საზღვაო ბაზა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S