Accentnews.ge
ზურაბიშვილი "Georgian Airways"–ს აკრიტიკებს: ერთხელ მაინც უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა და საშუალება მისცეს საქართველოს მოქალაქეებს, ისრაელიდან უსაფრთხოდ დაბრუნდნენ

ზურაბიშვილი "Georgian Airways"–ს აკრიტიკებს: ერთხელ მაინც უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა და საშუალება მისცეს საქართველოს მოქალაქეებს, ისრაელიდან უსაფრთხოდ დაბრუნდნენ

09/10/2023 17:07:57 პოლიტიკა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც რუსეთთან ფრენების განახლების გამო "Georgian Airways"-ს ბოიკოტი გამოუცხადა, ავიაკომპანიას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს.

"ქართულმა ავიაკომპანიამ ერთხელ მაინც უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა და გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ხალხისათვის დამატებით ბარიერებისა და ფრენებზე ფასების ხელოვნურად გაზრდის ნაცვლად, ამ მძიმე ვითარებაში დაეხმაროს და საშუალება მისცეს საქართველოს მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ", – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ისრაელში, ქალაქ თელ-ავივში მყოფი საქართველოს მოქალაქე ლაშა შაყულაშვილი "რადიო თავისუფლებასთან" საუბარში ამბობს, რომ საქართველოს ძალიან ბევრს მოქალაქეს სურს სამშობლოში დაბრუნება, თუმცა ავიაბილეთების დეფიციტისა და მაღალი ფასის გამო ვერ ახერხებს.

ისრაელიდან საქართველოში ავიაკომპანია "Georgian Airways"–ის გარდა, რეისებს ისრაელის რამდენიმე კომპანია ასრულებს.

"Georgian Airways"–ის ვებ-საიტზე არსებული მონაცემებით, ავიბილეთების ფასი 12 ოქტომბერს თელ-ავივის ბენ-გურინის აეროპორტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით 1663 ლარია.

„ბევრს უნდა წამოსვლა, აქ არალელურად მცხოვრებ ქართველებსაც მაგრამ ძვირია ბილეთები. „ჯორჯიან ეარვეისის“ წინა დღით ნაყიდ ბილეთში 100 დოლარზე მეტი არასოდეს გადამიხდია, ახლა 1000 ლარია“, - ეუბნება ლაშა შაყულაშვილი "რადიო თავისუფლებას".

"Georgian Airways"–ის ფეიბუქ–გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ეკონომკლასის ბილეთებზე ფასი არ გაზრდილა, 2 ათასლარიანი ბილეთები, რომლის შესახებ ცნობები სოციალირ ქსელებში ვრცელდებოდა, ბიზნესკლასის ბილეთების ფასი იყო.

„ჩვენ არ გვაქვს ფიქსირებული ფასი ბილეთებზე და არც ბოლო პერიოდში გაგვიზრდია არც ერთ მიმართულებაზე ღირებულება, ყველა რეისზე სხვადასხვა ფასია, დატვირთვიდან გამომდინარე. ერთი დღით ადრე ბილეთის ყიდვისას, შესაძლოა არა იაფიანი, არამედ საერთოდ აღარ იყოს ბილეთი, ამიტომ გთხოვთ, წინასწარ დაიჭიროთ თადარიგი“, - ნათქვამია ავიაკომონიის მიერ გავრცელბულ განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ ეტაპზე ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია არ იგეგმება, რადგან ისრაელიდან რეგულარული რეისები სრულდება:

„სრულდება რეგულარული რეისები, რითაც გამომგზვარების მსურველები სარგებლობენ. საელჩო ხაზზეა იქ მყოფ ქართველებთან და ყველა მათი საჭიროება დაცულია, იქნება ეს თავშესაფარი თუ სხვა. რაც შეეხება ფრენებთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს, გთხოვთ, იხელმძღვანელოთ „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ გავრცელებული განცხადებით“.

ამავე თემაზე: ლაშა ჟვანია: დღეს ისრაელიდან თბილისის მიმართულებით 4 რეისი არის დანიშნული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S