Accentnews.ge
სოხუმი თბილისს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის შეხვედრების აღდგენას სთავაზობს

სოხუმი თბილისს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის შეხვედრების აღდგენას სთავაზობს

10/10/2023 10:55:10 კონფლიქტები

აფხაზური მხარე მზადაა, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში მუშაობა აღადგინოს და უკვე მომზადებული აქვს კონკრეტულ წინადადებათა პაკეტი, რომელსაც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს აფხაზეთში მათი ვიზიტის დროს გადასცემს. ამის შესახებ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ტუჟბამ განაცხადა.

"აფხაზურმა მხარემ მოამზადა წინადადებათა მორიგი პაკეტი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის აღსადგენად. იმედი გვაქვს, ამჯერად ჩვენს წინადადებებს საქართველოს მხრიდან სათანადო რეაქცია მოჰყვება და ჩვენ ხსენებულ ფორმატში მუშაობის დაწყებას შევძლებთ" - განაცხადა ტუჟბამ.

მისივე მტკიცებით, აფხაზეთი უკვე რამდნეიმე წელია, აქტიურ მუშაობას აწარმოებს ამ ფორმატის აღსადგენად, ვინაიდან მას ჟენევის პროცესის მნიშნელოვან ნაწილად, ე.წ უსაფრთხოების ლოკალურ მექანიზმად განიხილავს.

"2021 წელს გამოვედით ოფიციალური ინიციატივებით და ჩვენი წინადადებები - გაერო-ს წარმომადგენლების შუამავლობით ქართულ მხარეს მივაწოდეთ. სამწუხაროდ, მას შემდეგ გასული 2 წლის განმავლობაში ქართული მხარე არ იჩენს არავითარ აქტივობას და თუნდაც სურვილს, ხსენებულ ფორმატში მუშაობა განახლდეს" - დასძინა ტუშბამ.

აღსანიშნავია, რომ აფხაზური დე ფაქტო საგარეო უწყების ოფიციალურ საიტზე ტუჟბას მიერ ხსენებული წინადადებები ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა.

ცნობისთვის: გალის შეხვედრები აფხაზური და ქართული მხარეების, რუსეთის, ევროკავშირისა და გაერო-ს წარმოამდგენლების მონაწილეობით 2018 წლიდან აღარ გამართულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S