Accentnews.ge
ინალ არძინბა: "პალესტინასა და აფხაზეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება აშშ-მა დაბლოკა"

ინალ არძინბა: "პალესტინასა და აფხაზეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება აშშ-მა დაბლოკა"

10/10/2023 22:30:04 კონფლიქტები

აფხაზეთსა და პალესტინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას აშშ-მა შეუშალა ხელი, - განაცხადა რუსეთის მიერ ოკუპირებული ამ ქართული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ რუსული ტელეგადაცემა "Большая игра"-ს ეთერში სტუმრობისას.

"ჩვენ ძალიან კარგი დიალოგი გვაქვს რუსეთში პალესტინის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელთან, ვეკონტაქტებით რუსეთში პალესტინის ელჩს და შემიძლია, გულახდილად გითხრათ, რომ უკვე ახლა შეგვეძლო, დიპლომატიური ურთერთობები გვქონოდა პალესტინასთან, ეს რომ აშშ-ს არ დაებლოკა" - განაცხადა არძინბამ.

მისივე თქმით, "ამჟამად სოხუმი აქტიურად მუშაობს ბელარუსისა და რუსეთის პარტნიორი მთელი რიგი სხვა ქვეყნების მიმართულებით, რამაც სამომავლოდ შეიძლება, აფხაზეთის დამოუკიდებლობის ამღიარებელი ქვეყნების ჯგუფის გაფართოება მოიტანოს".

ეს მორიგი მაგალითია იმისა, ვინ წარმოადგენს რეალურად საქართველოსთვის მოყვარეს, ვინ - მტერს, რამდენად დიდ სიცრუეს წარმოადგენს საქართველოში მოქმედი პრორუსული ძალების ანტიდსავლური პროპგანდისტული ნარატივები და მოსკოვის ქართველების ლამის მოყვარედ წარმოჩენის მცდელობები, ასევე იმას, თუ რამდენად "შედეგიანია" ის "პრაგმატული" პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მმართველი გუნდი - "ქართული ოცნება" მოსკოვთან მიმართებაში აწარმოებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S