Accentnews.ge
სახელმწიფო მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის მთავარ ომბუდსმენთან შეხვედრა გამართა

სახელმწიფო მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის მთავარ ომბუდსმენთან შეხვედრა გამართა

11/10/2023 08:56:28 კონფლიქტები, რეკლამა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა თურქეთის რესპუბლიკის მთავარ ომბუდსმენ შერეფ მალკოჩთან შეხვედრა გამართა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ თურქეთის მთავარი ომბუდსმენის მოადგილე სელილ ტუნჩაკი და თურქეთის ელჩი საქართველოში ალი ორბეი.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებისა და ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას; სახელმწიფო მინისტრმა მადლიერება გამოთქვა თურქეთის მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და შერეფ მალკოჩის მიერ გამოხატული ინტერესის თანახმად, სტუმრებს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის მანდატი, მიზნები და ამოცანები, როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით. თავის მხრივ, შერეფ მალკოჩმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მინისტრს დეტალური ინფორმაციის მიწოდებისთვის.

შეხვედრაზე აღინიშნა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მნიშვნელობა და ამისთვის დემოკრატიული პრინციპებისა და სტანდარტების შემდგომი გამყარების აუცილებლობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S